ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ!

უდიდესმა მოჭდრაკემ კალიფორნიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. უფრო სწორად, ნონას სახელით იურიდიული პროცედურები ავტორიტეტულმა ქართულმა იურიდიულმა კომპანია BLB-მ ჩაატრა.  ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ეს კომპანია იცავს.

სარჩელი გიგანტური სტრიმინგ-კომპანია  Netflix-ის გახმაურებულ  სერიალს, “ლაზიერის გამბიტს” ეხება. სერიალში მიზანმიმართულად არის გაჟღერებული მცდარი ცნობები ნონა გაფრინდაშვილის სრულიად უნიკალური კარიერული მიღწევების შესახებ.

ფაქტების გაყალბებამ და სერიალში ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ცნობების გაჟღერებამ ყურადღება პრემიერისთანავე მიიქცია და რა გასაკვირია, რომ ჭადრაკში ჩახედული ხალხის აღშფოთებაც გამოიწვია.

სერიალში ამტკიცებებ, რომ თითქოს ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე.

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია “ლაზიერის გამბიტის” ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, და მათ შორის 10 დიდოსტატთან: „Netflix-მა თავხედურად და განზრახ იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ, იაფფასიანი და ცინიკური მიზნით, რათა ხაზი გაესვა დრამისთვის, რომ თითქოს გამოგონილმა გმირმა მიაღწია იმას, რაც არც ერთ ქალს მიუღწევია იქამდე, გაფრინდაშვილის ჩათვლით”.

ასევე: ნონა გაფრინდაშვილი სერიალში მისი რუს მოჭადრაკედ წარმოჩენისთვის ჩივის, რაც ნონამ, ცხადია, შეურაცხყოფად აღიქვა!

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები სარჩელით ლეგენდარული მოჭადრაკისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.