პოგბა რონალდუმ წააქეზა

Home კატეგორიის გარეშე პოგბა რონალდუმ წააქეზა
პოგბა რონალდუმ წააქეზა

Man Utd's Paul Pogba can smash Premier League record as Cristiano Ronaldo  shows 'new' skill - Manchester Evening News„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა 2022 წლის ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება.

კლუბს და პირადად ოლე გუნარ სულშერს ძალიან უნდათ ფრანგის დატოვება, მაგრამ აქამდე მოლაპარაკებები პრობლემურად მიმდინარეობდა.

შესაძლოა, ამიერიდან მოლაპარაკების მაგიდასთან კლიმატი გაუმჯობესდეს – პოგბა იმდენად აღაფრთოვანა „ოლდ ტრაფორდზე“ კრიშტიანუ რონალდუს ფეერიულმა დაბრუნებამ, გუნდში დარჩენის სურვილი გაუჩნდა.

ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და პოგბაც კვლავინდებურად შედის „რეალის“ სატრანსფერო გეგმებში. ამის მიუხედავად, პორტუგალიელი მოტივატორის გამოჩენა მანჩესტერელთა შანსებს მკვეთრად ზრდის. 28 წლის პოგბას აქტივში პრემიერლიგის სასტარტო 4 ტურში შესრულებული 7 საგოლე გადაცემაა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".