ლეო მესი სამხრეთ ამერიკის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლივიასთან (3:0) მატჩში მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. შედეგად, „ალბისელესტეს“ კაპიტანს 79 გოლი დაუგროვდა და ლეგენდარული პელე, რომლის რეკორდი, 77 გოლი, აქამდე ხელშეუხელებელი იყო, უკან მოიტოვა.
შეგახსენებთ, რომ სანაკრებო დონეზე რეკორდი მესის მუდმივ მეტოქეს, კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის, რომელმაც სექტემბრის სანაკრებო მატცებისას ირანელ ალი დაეის გადაასწრო და ახლა მის ანგარიშზე 111 გოლია.

ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
