ყველაზე ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის სასტარტო ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ზოგადად, ტურის სიმბოლურებს მრავალი გამოცემა ადგენს ხოლმე, მაგრამ „მიდი ოლიმპიკის“ ვერსია საექსპერტო სტატუსს ატარებს.
ამდენად, მით უფრო საპატიო და სასიამოვნოა, რომ პირველ ტურში ქართველთა შთამბეჭდავი გამოსვლა არა მარტო ჩვენ დავაფასეთ.
ტოპ 14-ის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ბორჯღალოსანი მოხვდა. მარცხენა ბურჯის პოიციაზე ხსენებულმა გამოცემამ „ტულონის“ პირველხაზელი ბექა გიგაშვილი დააყენა, ვინც „მონპელიესთან“ ფრედ დასრულებული (24:24) მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო მარცხენა ფლანკერებს შორის „ბიარიცის“ ახალგაზრდა მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია გამოარჩია, რომელმაც „ბორდოსთან“ სენსაციურად მოგებულ (27:15) შეხვედრაში 75 წუთი ითამაშა. ამასთან ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯალაღონიასთვის ეს იყო სადებიუტო მატჩი უმაღლეს საკლუბო დონეზე.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
