მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ფიბას ოფისში გაიმართა.
ევროპის ზონის 32 გუნდი 8 კალათაში განაწილდა. საქართველო საკალათბურთო ნაკრები G ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა.
ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო მეორე ეტაპზე გავა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე G ჯგუფის სამეული H ჯგუფის სამეულს შეუწყვილდება. აქვე გეტყვით, რომ H ჯგუფში იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები და ისლანდია მოხვდნენ.
ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.
თამაშები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილი ფანჯრების პერიოდში. როგორც პირველ, ისე მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოყოფილია 3-3 ფანჯარა.
პირველი ეტაპი
პირველი ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი;
მე-2 ფანჯარა: 2022 წლის 21 თებერვალი-1 მარტი;
მე-3 ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი-5 ივლისი;
მეორე ეტაპი
მე-4 ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო;
მე-5 ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი;
მე-6 ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი;
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
