
უკვე გაცხადდა, რომ 23 წლის ევროპის ჩემპიონი მანუელ ლოკატელი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება.„სასუოლო“ დათანხმდა ნახევარცველის გაშვებაზე იჯარა-გამოსყიდვის უფლებით. „იუვეს“ უფლება აქვს, 2023 წელს 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს ფეხბურთელი, თუკი მას ამ ორ წელიწადში თამაშების გარკვეული რაოდენობა დაუგროვდება.
ამ თანხის გარდა, „სასუოლომ“ შეიძლება მიიღოს კიდევ 12,5 მილიონი ბონუსების სახით. იტალიის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველის ხელში ჩაგდება მაქსიმუმ 37,5 მილიონ ევროდ კი ტურინელთა სერიოზული წარმატებაა.
კიდევ ერთი პერსპექტიული შენაძენი ანდრეა ანიელიმ ერთი დღით ადრე გააკეთა. ბრაზილიური „სანტოსიდან“ 19 წლის კაიო ჟორჟეს ტრანსფერი 3 მილიონი ევრო დაჯდება.
ამას შესაძლოა ბონუსების სახით ერთი მილიონიც დაემატოს. კაიო ჟორჟეს კონტრაქტი 5-წლიანია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
