„ლივერპულის“ ვარსკვლავმა მო სალაჰმა პრემიერლიგის პირველ ტურში „ნორვიჩს“ გოლი გაუტანა და რეკორდი დაამყარა: ზედიზედ ხუთი სეზონია, ეგვიპტელი ჩემპიონატს ბურთის ბადეში შეგდებით იწყებს. აქამდე, პრემიერლიგაში, ასეთი რამ არავის გაუკეთებია.
მერსისაიდელებმა „ნორვიჩს“ სტუმრად 3:0 მოუგეს. 29 წლის თავდამსხმელმა მასპინძელთა კარში მესამე გოლი შეაგდო.
სალაჰმა პირველ ტურში გოლების გატანა თავის სადებიუტო შეხვედრაში დაიწყო. ეს ხუთი წლის წინ მოხდა, როდესაც მან „უოტფორდთან“ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
ახლა, აფრიკული ფეხბურთის დიდ ვარსკვლავს „ლივერპულში“ ჩატარებულ პირველი ტურის ხუთ თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი. გასულ სეზონში სალაჰმა „ლიდსს“ სამჯერ შეუგდო.
„ნორვიჩთან“ სალაჰმა შესანიშნავად ითამაშა. მას ერთ გოლზე მეტის გატანაც შეეძლო, თუმცა გოლითა და ორი საგოლე პასით შემოიფარგლა. ეგვიპტელის პასებით ისარგებლეს დიოგო ჟოტამ და რობერტო ფირმინომ.
ამრიგად, მო სალაჰს ინგლისში უკვე რვა რეკორდი დაუგროვდა, რომელთა შორის არის სეზონში (38 ტური) გატანილი ყველაზე მეტი (32) გოლი.
ის აგრეთვე არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ, 2017-18 წლების სეზონში სამ გუნდზე(!), „ვესტ ბროვიჩზე“, „სვონსიზე“ და „ჰადერსფილდზე“ მეტი გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
მთავარი ამბავი19/06/2026 | 08:45მესის მამა ჰყოლია ცუდად
