ქართველმა ევროგოლი გაიხსენა

Home კატეგორიის გარეშე ქართველმა ევროგოლი გაიხსენა
ქართველმა ევროგოლი გაიხსენა

See the source imageევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გოლი გავიდა. ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის, სტუმრად 3:1 დაამარცხა გიბრალტარის „ლინკოლნი“ და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამაში კი, ქართველთა დამსახურება დიდია – მატჩში ანგარიში გურამ კაშიმ გახსნა. ორი გოლი ვლადიმერ ვაისი უმცროსის პასებით გავიდა: ჯერ მზრალმა შეაგდო, შემდეგ – ჰენტიმ. ლინკოლმა ერთი გოლი პენალტით გაქვითა.

კაშიამ, ისევე როგორც ჯაბა კანკავამ, სრულად ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო.

საპასუხო მატჩი 12 აგვისტოს ბრატისლავაში გაიმართება.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.