დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოზსენმა განაცხადა, რომ კრისტიან ერიკსენს რთული ოპერაციის გადატანა მოუწევს. მას კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორს ჩაუდგამენ.
დანიელ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ თავად ერიკსენმა ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა. იმპლანტი ფეხბურთელს არითმიისა და გულის მოულოდნელი გაჩერებისგან დაიცავს.
ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, შეძლებს თუ არა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი სრულფასოვანი კარიერის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, რომ დანიელ ფეხბურთელს ცუდი ამბავი ფინეთთან (0:1) მატჩისას დაემართა და რამდენიმე წუთის განმავლობაში მოედანზევე უკეთებდნენ რეანიმაციულ პროცედურებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
