საქართველოს ნაკრებმა ნავსი გატეხა და რუმინეთის ნაკრები მერვე შეხვედრაში დაამარცხა. პლუს, ეს იყო ვილი სანიოლის პირველი გამარჯვება საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ.
ჩვენებმა 2:1 მოიგეს. ვერ ვიტყვით რომ იდეალური მატჩი ჩაატარეს. ვერც იმას ვიტყვით, რომ სანიოლმა იდეალური შემადგენლობა დააყენა. მეტიც, თუ ფრანგმა სპეციალისტმა ის ნახევარდაცვა, რაც რუმინეთთან ათამაშა, არავისთან უნდა გაიმეოროს… ბევრი შეცდომა იყო დაცვაში და ესეც მისახედია.
პლუსზეც ვთქვათ: გამოჩნდა თავდამსხმელი, რომელიც ყველა წერტილიდან ცდილობს დარტყმას და გატანას და გამოუვიდა კიდეც – საფრანგეთში დაბადებულმა ქართველმა გიორგი მიქაუტაძემ ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა – თავდამსხმელის გოლი.
და, რაც მთავარია, მოვიგეთ, რასაც ასე დანატრებულნი ვართ. ეს ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებს. სანიოლიც არ ჩანს ისეთი მწვრთნელი, რომ გუნდი მხოლოდ დაცვაში ჩააყენოს. თუმცა, ცოტა შეცვლებიც დაუგვიანდა…
ჯერ სანიოლის პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ვნახოთ მომავალში რა იქნება…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
