„მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაეშალა 200 მილიონგირვანქიანი კონტრაქტი The Hut Group – თან. კომპანიამ უარი თქვა შეთანხმებაზე, რომელიც 1 ივლისს უნდა შესულიყო ძალაში და 10 წელზე იყო გათვლილი.
საქმე იმაშია, რომ გუნდის ფანებს აქტიური საპროტესტო კამპანია აქვთ გაჩაღებული „მანჩესტერის“ მფლობელი გლეიზერების ოჯახის წინააღმდეგ. ფანებმა ბოიკოტი გამოუცხადეს კლუბის ყველა სპონსორს, მათ შორის „ადიდასსაც“…
ჰოდა, მომავალ სპონსორებს, რომელთა სათაო ოფისიც მანჩესტერშია ბაზირებული, ამ საპროტესტო ტალღის შეეშინდათ. 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება ძველ სატიტულო სპონსორ AON-ს. მის ნაცვლად მაისურებზე THG უნდა გამოსახულიყო. არ გამოვიდა. გლეიზერებს სასწრაფოდ ახალი სატიტულო სპონსორი ჰყავთ მოსაძებნი.