ვარშავაში დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ ჯამში ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
წუხელ 86 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში სანდრო ამინაშვილი რუს არტურ ნაიფონოვს დაეჭიდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მანამდე ამინაშვილს იტალიელი სიმონე იანატონი (11:0), პოლონელი სებასტიენ იეზერანსკის (5:1) და ბელარუსი ალი შაბანაუ (3:2) დაემარცხებინა.
ბექა ლომთაძე (61კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვს 9:7 მოუგო. ქართველმა მოჭიდავემ ბელარუს ძიმჩიკ რინჩინაუსა (12:0) და რუმინელ ლეონიდ კოლესნიკის (14:8) ძლევის შემდეგ, ფინალში გასასვლელი ჭიდაობა უკრაინელ ანდრი ჯელეპთან (3:5) წააგო.
მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილმა პირველი ბრძოლა თურქ ტაჰა აკგულთან (1:6) წააგო, რომელიც ამ ტურნირზე მერვედ გახდა ევროპის ჩემპიონი. თუმცა, დამამშვიდებელში პოლონელ ტომაშ კოსციოლეკს 9:0 მოუგო, ბრინჯაოსთვის კი, ბელარუს დენის ხრამიანკუს 12:9 აჯობა და ბრინჯაოს მედალი ირგუნა.
შეგახსენებთ, რომ იქამდე ბრინჯაოს მედლები ნიკა კენჭაძემ (79) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.
ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ვარშავაში 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ მე-3 ადგილს დასჯერდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
