პორტუგალიელმა ვეტერანმა პეპემ ბრაზილიურ TNT Sports–ს მისცა ინტერვიუ, სადაც კრიშტიანუ რონალდუს მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატა.
„მე კრიშტიანუს ვეთაყვანები და როდესაც „რეალში” ერთად ვთამაშობდით, ამას ყველა ხედავდა. ჩემთვის ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, ვინაიდან მან გააკეთა ის, რაც არავის გაუკეთებია — გახდა ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონი, პლუს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩვენ მხოლოდ 10 მილიონიანი ერი ვართ, ის კი ჩვენი კაპიტანია. ბევრი ისე გვაკრიტიკებს, რომ წარმოდგენაც არ აქვს, რანაირია ეს ყველაფერი შიგნიდან”.
და პეპემ რონალდუს დიდი კაპიტნობის დასტურად გაიხსენა ცნობილი ეპიზოდი ევრო 2016-ის მეოთხედფინალიდან, როდესაც პოლონეთის ნაკრებთან მატჩისშემდგომი პენალტების დროს მან ჟოზე მოუტინიუს დარტყმა გააბედინა. შეხვედრა დასრულდა 1:1, თერთმეტმეტრიანი დარტყმებით მოიგო პორტუგალიამ 5:3.
პეპე: „გაიხსენეთ, ის მომენტი, როდესაც მან ევროპის ჩემპიონატზე მოუტინიუს პენალტის დასარტყმელად უხმო. ამის გაკეთებას უდიდესი პასუხისმგებლობა სჭირდებოდა, კრიშტიანუ კი იმდენად დიდია, რომ ეს პასუხისმგებლობა იკისრა. ასეთია მისი ხასიათი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
აქეთურ-იქითური28/06/2026 | 10:00დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
მთავარი ამბავი28/06/2026 | 08:59ამის შემდეგ რა ელის ინგლისს?
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
