ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ „ტოტენჰემისა” და ზაგრების „დინამოს” შეხვედრაში ლონდონელთა ორივე გოლის ავტორი, ჰარი კეინი ისე საშინლადაც არ დაშავებულა, როგორც ერთი შეხედვით გამოჩნდა და ის „არსენალთან” მოედანზე იქნება.
„დეზების” თამაში ხორვატულ გუნდთან გახლდათ ევროლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირება, რომელიც მასპინძლებმა ანუ ლონდონელებმა 2:0 მოიგეს.
27 წლის თავდამსხმელის მოედნიდან გაყვანა კი „ტოტენჰემის” გულშემატკივრისთვის მართლაც უსიამოვნო სანახავი იყო — კეინი 84-ე წუთზე კარლოს ვინისიუსით შეცვალეს და სათადარიგოთა სკამზე ჩამომჯდარს ფეხზე დიდრონი ყინულები დაადეს. არადა, კვირას „ემირეითზე” ჩრდილოლონდონური დერბია: „არსენალი” „ტოტენჰემს” მასპინძლობს, რაც შეიძლება ცხრილის სათავეში მოხვედრისთვის ბრძოლა არ იყოს, მაგრამ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი დერბია, 1887 წლიდან იღებს სათავეს.
დღეს, „ტოტენჰემი” მეშვიდეზეა, „არსენალი” — მეათეზე.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მოურინუმ თქვა: „რაც შეეხება ჰარის, მეეჭვება, რომ მას რაიმე სერიოზული სჭირდეს. კვირას ისეთი მატჩია, რომელშიც ყველას უნდა მონაწილეობა და პატარ-პატარა პრობლემები ვერავის გააჩერებს. მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ კეინს რაიმე სერიოზული სჭირს. ჰარი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის მოედანზე ყველაფერს აკეთებს. რაც მთავარია, ის შესანიშნავად ასრულებს თავდამსხმელის საქმეს — გოლები გააქვს. გარდა ამისა, კეინი სივრცეებს ეძებს, მუდმივად ჩართულია გუნდის ერთობლივ მოქმედებებში და თანაგუნდელებს დაცვაშიც ეხმარება, რასაც ბევრი თავდამსხმელი გაურბის. მეტოქეთა მიერ კუთხურებიდან და ჯარიმებიდან ჩაწოდებული ბურთების გამოტანის მაჩვენებელი ჰარის გასაოცრად მაღალი აქვს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
