Image result for liverpool - leipzigინგლისურ „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური შეხვედრა „ლაიფციგთან“ სტუმრად 16 თებერვალს უნდა გაემართა.

გერმანიის ხელისუფლებამ კი ორი დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 4 თებერვალს შევიდა ძალაში: 17 თებერვლამდე აკრძალულია საჰაერო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებშიც კორონავირუსის მუტაციები დაფიქსირდა.

დიდი ბრიტანეთი ამ ქვეყნებს შორისაა, გერმანიის ხელისუფლებმა კი „ლივერპულისთვის“ გამონაკლისის დაშვებაზე უარი განაცხადა.

შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი შეხვედრის მესამე ქვეყანაში გამართვაა. ყველაზე სავარაუდო ვარიანტად უნგრული ბუდაპეშტი მოიაზრება.

„ლაიფციგმა“ საორგანიზაციო საკითხები ორშაბათამდე უნდა მოაგვაროს. არის ერთი შანსიც: უეფა არ იქნება წინააღმდეგი, თუ კლუბები შეთანხმდებიან და პირველი შეხვედრა ლივერპულში გაიმართება.