რეშფორდმა კანტონას გადაასწრო

Home კატეგორიის გარეშე რეშფორდმა კანტონას გადაასწრო
რეშფორდმა კანტონას გადაასწრო

Manchester United 9 (NINE)-0 Southampton: Ruthless Reds disembowel 9-man Saints - The Busby Babeინგლისური პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერმა“ გოლების გატანით გული იჯერა და „საუთჰემპტონს“ 9:0 მოუგო.

ერთბაშად ცხრა გოლი მანკუნიანელებს 26 წელიწადია არ გაეტანათ. 1995 წელს ასევე 9:0 მათ „იფსვიჩს“ მოუგეს. „წმინდანებმა“ კი ასეთივე ანგარიშით შარშანაც წააგეს – მათი ცოდვა „ლესტერმა“ დაიდო. 9:0 კი პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდია.

ცხრა გოლიდან ერთი რეშფორდმა გაიტანა. ეს მარკუსისთვის „მანჩესტერის“ მაისურით გატანილი 83-ე გოლია. ამ მაჩვენებლით მან უკან მოიტოვა ლეგენდარული ერიკ კანტონა და კვალში ჩაუდგა დევიდ ბექჰემს (85 გოლი).

რაც შეეხება საუკეთესო შედეგს, უეინ რუნის ეკუთვნის – 253 გოლი ნამდვილად ფანტასტიური მიღწევაა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".