სამნი კარანტინში

Home აქეთურ-იქითური სამნი კარანტინში
სამნი კარანტინში

Australian Open Tennis : Big relief for AO Open organizers as players can  now train during quarantine8-21 თებერვალს მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობა გაიმართება. ჯერჯერობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, გარდა იმისა, რომ სამი ჩოგბურთელი კარანტინში რჩება. ამ ჩოგბურთელების ვინაობა არ სახელდება.

ათასამდე ოფიციალურ პირს, ჩოგბურთელსა და მწვრთნელს კი 14-დღიანი კარანტინი მოეხსნათ, რომელიც ტურნირის წინ მელბურნსა და ადელაიდაში გაიარეს. სპორტსმენებმა უკვე დაიწყეს სრულფასოვანი ვარჯიში.

როგორც იცით, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრალიის ღია პირველობის მონაწილე ჩოგბურთელებიდან კორონავირუსით დაინფიცირდა 67-ე ჩოგანი ქალთა შორის ესპანელი პაულა ბადოსა, რომელიც ახლა იზოლაციაში იმყოფება.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...