რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ საჭე თომას ტუხელს კი გადააბარა, მაგრამ გუნდიდან გაშვებული ფრენკ ლამპარდის მისამართით სამადლობელი სიტყვები არ დანანებია.
ლიტონი სიტყვების გარდა, აბრამოვიჩი ლამპარდს კონტრაქტის ბოლომდე დარჩენილი ექვსი თვის ხელფასს – დაახლოებით 2 მილიონ გირვანქას გადაუხდის. თუმცა, რა მოსატანია 2 მილიონი, როცა გიჟმაჟ მილიარდერს ჯამში მწვრთნელებისთვის კონტრაქტის გაწყვეტის კომპენსაციად 112 მილიონი აქვს გადახდილი.
აბრამოვიჩის ეპოქაში „ჩელსის“ სულ 13 მწვრთნელი ჰყავდა და აქედან ათმა გუნდი კომპენსაციით დატოვა. ერთჯერადად ყველაზე მეტი – 26 მილიონი ანდრე ვილაშ-ბოაშს ერგო, ჯამურად კი ყველაზე მეტი ამ გზით ჟოზე მოურინიომ ჩაიჯიბა.
შეგახსენებთ, რომ სეუ ჟოზე ორჯერ ედგა სათავეში „ჩელსის“ და ორივეჯერ ვადაზე ადრე გაუშვეს. კომპენსაციამ პირველად 23,5, მეორედ კი 8 მილიონი გირვანქა შეადგინა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
