საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დელანის სახელობის გრან პრიზე საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებიც ჩაერთვნენ და სამი მედალიც მოიპოვეს.
97 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი მელიამ ოქროს მედალი მოიპოვა. ჩვენებურმა ამერიკელი მილერი (8:0), პოლონელი კურნიცზაკი (9:0) და ავსტრიელები გასტლი (2:1) და რაგინერი (4:1) დაამარცხა, ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ მუროდ ლოკიაევს 5:0 აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ სულხან ბუიძე (130 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ).
ხეცურიანმა 5:5-ზე იჭიდავა ამერიკელ ჯონ სტეფანოვიჩთან, მაგრამ უფრო მაღალი ხარისხის გდების გამო, გამარჯვება ჩაეთვალა.
საინტერესო აღმოჩნდა ბუიძის მედალი – ჩვენებურმა ჯერ ჩილელ იასმანი აკოსტასთან (0:8) წააგო, შემდეგ აზერბაიჯანელ საბაჰ შარიათისთან (2:3), მაგრამ ამ წონაში სულ სამი მოჭიდავე გამოდიოდა და ბუიძეს ბრინჯაოს მედალი ერგო.
ბრინჯაოსთვის წააგეს ბექა მამუკაშვილმა (77 კგ) და ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ). შედეგად, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების მონაგარი 3 მედალია – 1 ოქრო და 2 ბრინჯაო.