
მანამდელი რეკორდი (326) როი კინს ეკუთვნოდა და 15 წელიწადი ვერავინ გაეკარა. როი კინს ეკუთვნის ყველაზე სკანდალური გამონათქვამი დე ხეას მისამართით:
„ის ყველაზე უფრო გადაჭარბებულად შეფასებული მეკარეა. დე ხეაზე გული მერევა“. ბრიტანელების ჩათვლით კი დე ხეა „მანჩესტერში“ მეხუთეა. მასზე წინ რაიან გიგზი (632), პოლ სქოულზი (499), გარი ნევილი (400) და უეინ რუნი (393) არიან.
კიდევ ერთი: „ასტონ ვილასთან“ ერთი გოლი ბრუნუ ფერნანდეშმა გაიტანა. 26 წლის პორტუგალიელს „მანჩესტერის“ რიგებში პირველ 30 შეხვედრაში 19 გოლი და 14 შედეგიანი პასი დაუგროვდა.
მასზე უკეთესი სტარტი მხოლოდ ენდი კოულს ჰქონდა, რომელმაც სადებიუტო 30 მატჩში გოლი+პასი სისტემით 37 ქულა მიითვალა.