ატლეტიკომ და დიეგო კოშტამ შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტეს. ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდიოდა, მაგრამ ფეხბურთელმა პირადი პრობლემები მოიმიზეზა და გაცლა არჩია.
ბრაზილიელ-ესპანელი ფორვარდი ატლეტიკოში პირველად 2010-14 წლებში თამაშობდა. შემდეგ სამი სეზონი ჩელსიში გაატარა. 2018-ში ისევ დაბრუნდა. ჯამში მადრიდულ კლუბში 215 ოფიციალური მატჩი გამართა, 83 ბურთი გაიტანა და 36 საგოლე პასით გამოირჩა. მოიგო ესპანეთის ჩემპიონობა (2014), თასი (2013), ევროპა ლიგა (2018) და სამჯერ (2010, 2012, 2018) უეფას სუპერთასი.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:44აბა, ჰე…
სიახლეები27/07/2026 | 14:06არ იქნება პირლო, არ ვიქნები მე…
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა