გაირკვა, რომ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეთესმეტედფინალში „ლანჩხუთის“ მეტოქე შვედური „როსენგარდი“ იქნება.
როგორც თავიდანვე იყო ცნობილი, პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე განუთესავი გუნდი ითამაშებდა. შედეგად, „ლანჩხუთი“ 9 ან 10 დეკემბერს დაუხვდებიან შვედებს, ხოლო საპასუხო შეხვედრას 15 ან 16 დეკემბერს სტუმრად ჩაატარებენ.
„ლანჩხუთის“ მეტოქე შარშან ჩემპიონთა ლიგაში არ ყოფილა. მანამდე, 2018-19 სეზონში მერვედფინალში ითამაშა. დავიტოვოთ იმედი, რომ შვედები წლეულს მეთექვსმეტეფინალიდან დაემშვიდობებიან ტურნირს. ზოგადად კი, ევროთასებზე ასპარეზობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი შვედური კლუბისთვის მეოთხედფინალია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოსახვედრად „ლანჩხუთმა“ ორი ეტაპი გაიარა. საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა ჯერ ყაზახური „ოკჟეტპესი“ (2:1) სტუმრად დამატებით დროში დაამარცხა, ხოლო შემდეგ ასევე სტუმრად რუმინულ კლუჟს (1:0) მოუგო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
