საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა არჩევანი გააკეთა. მან დაასახელა იმ 23 ბორჯღალოსნის გვარი, ვინც 14 ნოემბერს, თბილისის დროით 19 საათზე ინგლისელებს დაუპირისპირდება.
ეს იქნება ქართველთა სასტარტო მატჩი „შემოდგომის ერთა თასზე“, რომელშიც ბორჯღალოსნებისა და ინგლისელი „ვარდების“ გარდა ირლანდიის, უელსის, საფრანგეთის, შოტლანდიის, იტალიისა და ფიჯის ეროვნული გუნდებიც მონაწილეობენ.
რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, მაისაშვილმა წინა, შოტლანდიელებთან 7:48 წაგებულ მატჩთან შედარებით რამდენიმე ახალი მორაგბე შეიყვანა შემადგენლობაში.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასს“ სახელოვან „თვიქნემზე“ დაიწყებენ – პლანეტის ალბათ ყველაზე გამორჩეულ სარაგბო არენაზე.
აქვე მაისაშვილის რჩეულთა სიაც:
- მიხეილ ნარიაშვილი („მონპელიე“, საფრანგეთი), 2. შალვა მამუკაშვილი („ლესტერ თაიგერსი“, ინგლისი), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), 4. ლაშა ჯაიანი („არმაზი“), 5. გრიგორ ქერდიყოშვილი („ლელო-სარასენი“), 6. გიორგი თხილაიშვილი („ბათუმი“), 7. ბექა საღინაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე („ბორდო“, საფრანგეთი), 9. გელა აფრასიძე („მონპელიე“, საფრანგეთი), 10. თედო აბჟანდაძე („ბრივი“, საფრანგეთი), 11. სანდრო სვანიძე („არმაზი“), 12. მერაბ შარიქაძე (კაპ., უკლუბო), 13. გიორგი კვესელაძე („არმაზი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („ლელო-სარასენსი“), 15. ლაშა ხმალაძე („ბათუმი“).
მარქაფა:
- ჯაბა ბრეგვაძე (უკლუბო), 17. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ – 92“, საფრანგეთი), 18. ლექსო ყაულაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), 19. ოთარ გიორგაძე („ბრივი“, საფრანგეთი), 20. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, საფრანგეთი), 21. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, საფრანგეთი), 22. დემე თაფლაძე („ლელო-სარასენსი“), 23. სანდრო თოდუა („ბათუმი“).
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/06/2026 | 20:20სეზონი 37 ქართველით
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
