ოღონდ ბეილი მოგვაშორეთ

Home კატეგორიის გარეშე ოღონდ ბეილი მოგვაშორეთ
ოღონდ ბეილი მოგვაშორეთ
Gareth Bale Plays Golf In Madrid - Golf in Madridმადრიდის „რეალი“ მზად არის, ყოველმხრივ კომფორტული პირობები შეუქმნას კლუბს, რომელიც გარეთ ბეილს წაიყვანს.
ფეხბურთელის კონფლიქტი ზინედინ ზიდანთან იმ ფაზაშია, რომ შემდგომი თანამშრომლობა გამორიცხულია. ამას უელსელიც ხვდება და ფეხბურთზე მეტად გოლფით ირთობს თავს.
ბეილის კონტრაქტს ვადა 2022 წელს გასდის, მისი ასტრონომიული ხელფასი კი კლუბს ტვირთად აწევს.
ჰოდა, „რეალი“ მზად არის, ბეილს ხელფასის ნახევარი უხადოს, თუკი ვინმე წაიყვანს და იმ მეორე ნახევარს გადაუხდის. ბეილის სატრანსფერო ღირებულებად 28 მილიონი ევრო კი სახელდება, მაგრამ მადრიდელები მსურველი კლუბის გამოჩენის შემთხვევაში ამ თანხასაც სიმბოლურამდე დაწევენ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".