ვისი სული გსურთ?

Home კატეგორიის გარეშე ვისი სული გსურთ?
ვისი სული გსურთ?
ტურინის „იუვენტუსს“ სეზონის დაწყებამდე თავდასხმის გასაძლიერებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. „ბარსელონადან“ ლუის სუარესის ტრანსფერი ჯერ ისევ თეორიაა და იტალიელები მადრიდის „ატლეტიკოს“ მიადგნენ. მათი სამიზნე ალვარო მორატაა, რომელიც „ბიანკონერის“ შემადგენლობაში 2014-2016 წლებში უკვე ბურთაობდა.
ესპანური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ სულ მცირე 80 მილიონ ევროს ითხოვს. „იუვენტუსი“ კი სხვა ვარიანტს სთავაზობს: თქვენი თავდამსხმელის სანაცვლოდ ჩვენი სამი ნახევარმცველიდან ერთი წაიყვანეთო. გამეტებულთა სიაში ფედერიკო ბერნარდესკი, დუგლას კოსტა და აარონ რემზი არიან.
თუ „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი სჭირდება, ეგებ კიდეც დათანხმდეს, მაგრამ ვაჭრობის ამბავია – ფულის დამატებას ყველა ვარიანტში მოითხოვენ.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".