პრემიერლიგამ 300 მილიონი იზარალა

Home აქეთურ-იქითური პრემიერლიგამ 300 მილიონი იზარალა
პრემიერლიგამ 300 მილიონი იზარალა
PPTV HD36 กับ EPL ที่หายไป ? - คู่หู พอดแคสต์ინგლისურმა პრემიერლიგამ უმსხვილესი პარტნიორი დაკარგა.
ჩინურმა საკაბელო ტელევიზია PPTV-მ კონტრაქტი გაწყვიტა. ჯამში ჩინელებს 2022 წლამდე 564 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადათ. აქედან 265 წინასწარ იყო გადახდილი. დარჩენილი დაახლოებით 300 მილიონი პრემიერლიგის წინასწარ გათვლილი ბიუჯეტის ზარალია.
შესაბამისად, თითოეული კლუბი 8-9 მილიონ ფუნტს დაკარგავს.
მასშტაბები უფრო ცხადი გახდება, თუ ვიტყვით, რომ ჩინური კონტრაქტი პრემიერლიგის შემოსავლის 16%-ს იძლეოდა.
პრემიერლიგა ნაკლებად საინტერესო სულაც არ გამხდარა. ძაღლის თავი პოლიტიკაშია დამარხული. დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგის საკითხებში ზედმეტად იაქტიურა და ჩინელებმა ამ ფორმით დასაჯეს.
არადა, რომ ჰკითხო, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთო.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".