ესპანური მედიის ცნობით, პოლიცია სერიოზულად დაინტერესდა „ბარსელონაში“ ფინანსური დარღვევებით და ფულის სავარაუდო გათეთრების შემთხვევებით. უფრო კონკრეტულად საქმე ეხება კონტრაქტს კომპანიასთან VENTURES.კომპანიას ევალებოდა სოციალურ ქსელებში პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს იმიჯის გაუმჯობესება, პარალელურად კი ლეო მესის და ჟერარ პიკეს დისკრედიტაცია.
პოლიციის განსაკუთრებული ეჭვი გამოიწვია ფირმისთვის გადახდილმა 600 %-იანმა (!) დანამატმა. აპრილში ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ კლუბმა მომსახურებაში 980 ათასი ევრო გადაიხადა, როცა ანალოგიური ფირმები იგივე მომსახურებაში 120-150 ათას ევროს იღებენ.
და ეს იმ დროს, როცა „ბარსამ“ სეზონი უტიტულოდ ჩაამთავრა, ჩემპიონთა ლიგას კი „ბაიერნთან“ სამარცხვინო 2:8-თ დაემშვიდობა.
კრიზისის ფონზე მილიონი ევროს ჰაერში გაქნევას ბარტომეუს იოლად არც ფანები აპატიებენ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
