
2019 წლის მარტში, ცნობილმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ მწვრთნელობას თავს ანებებს. ვან გაალს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შემდეგ ანუ 2016 წლიდან აღარ უმუშავია, მაგრამ ეტყობა კიდევ 3 წელიწადი გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდა. დღეს კი ვან გაალი 69 წლისაა და… ამბობს, რომ შეიძლება დაბრუნდეს.
„აიაქსის”, „ბარსელონას”, „ალკმაარის”, „ბაიერნის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი კვლავ ეროვნულ გუნდზე ფიქრობს. უფრო სწორედ, თუკი მიიწვევენ, შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალოს და საქმეს დაუბრუნდეს.
„მე ამაზე სერიოზულად დავფიქრდები”, — უთხრა ვან გაალმა ტელეკომპანია NOS-ს.
ჰოლანდიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი იმიტომ დასჭირდა, რომ 57 წლის რონალდ კუმანი „ბარსელონას” ჩაუყენეს სათავეში. ამ ეტაპზე „ორანიეს” ახალ თავკაცს მხოლოდ 2021 წლისთვის გადადებული ევროპის ჩემპიონატისთვის დასჭირდება გუნდის მომზადება.
თუკი ჰოლანდიელები ნაკრების თავკაცად მართლა ვან გაალს დანიშნავენ, ეს იქნება მისი მესამე დაბრუნება ამ თანამდებობაზე. 2000-2002 წლებში მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2002 წლის მუნდიალზე ვერ მოხვდა, 2014 წელს კი ბრაზილიაში მესამე ადგილზე გავიდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
