რონი – ხულიგანი ინტელიგენტურ წრეში

Home კატეგორიის გარეშე რონი – ხულიგანი ინტელიგენტურ წრეში
რონი – ხულიგანი ინტელიგენტურ წრეში
დამეთანხმეთ, რომ საქართველოში სნუკერი, როგორც სპორტის სახეობა, დიდ პატივში არ არის. არადა, მრავალმილიონიანი ბიუჯეტის ტოპ-ტურნირები ამ სახეობისთვის ნორმად იქცა. მთავარი ისაა, რომ სნუკერს აუცილებლად დახვეწილი და ბაფთიანი ჯენტლმენები თამაშობენ. მაგრამ ხომ არსებობენ გამონაკლისები?
ფეხბურთში გასკოინი, კალათბურთში როდმანი და ასე შემდეგ?!
სნუკერში ასეთი კაცი რონი ო’სალივანია: სკანდალისტი, ხულიგანი და შოუმენი.
თუ სნუკერის ტურნირების დროს რეკლამაში დიდი ფული იდება, ორგანიზატორები დიდწილად რინის უნდა უმადლოდნენ.
მაინც რა ჰქმნა ასეთი? არაფერი ისეთი, რაც აქამდე არ უქმნია – მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. რონიმ საკუთარი უპირატესობა ამჯერად კირენ უილსონს დაუმტკიცა.
ფაქტია, ნაფინალევს რონიმ ბაფთა მოიძრო და პაბშიც გვარიანად იხმაურა. თავის საქმეში მეფეა და ალალია.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".