ესპანურ „ბარსელონას“ სასწრაფოდ სჭირდება ახალი მთავარი მწვრთნელი. კიკე სეტიენის დღეები დათვლილია. არადა, მას შედეგზე მეტად ქარიზმას ედავებიან – ვერაფრით მოიპოვა ავტორიტეტი ფეხბურთელებს შორის, რაც სათამაშო დისციპლინაზე აისახა.ახალ მწვრთნელს ევერესტისხელა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. ადრე ლამის ერთადერთ კანდიდატად ჩავი ერნანდესი განიხილებოდა, მაგრამ „ბარსამ“ ჩემპიონის ტიტული რომ დაკარგა ხელმძღვანელობა მასზე გაბუტული ყოფილა, ყატარიდან დროულად რომ წამოსულიყო, ასეთი ჩავარდნა არ გვექნებოდაო…
მეორე ვარიანტი მაურიციო პოჩეტინო იყო, მაგრამ აქ ქომაგებმა იქუხეს: პოჩეტინოს ბიოგრაფიაში თანაქალაქელ „ესპანიოლში“ მუშაობის გარდა, კონკრეტულად „ბარსას“ მიმართ ნათქვამი მწარე ეპითეტებიც ამოქექეს.
ჰოდა, გაჩნდა მესამე კანდიდატი. ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი რონალდ კუმანი ყველა კრუტერიუმით მისაღებია და ბარსელონელი აგენტები ახლა მას მიადგნენ.
ცნობისათვის: კუმანმა ერთხელ უკვე თქვა „ბლაუგრანაზე“ უარი და ეს ჯერ კიდევ სეტიენამდე იყო.
იქნებ გადაიფიქრა…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
