ეგ არი. ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი გაუშვა. რას ერჩოდნენ? მარტო ანდრეა ანიელიმ იცის. შარშან, სარის როცა ეძახდნენ, რევოლუცია მოსთხოვეს და პირველად ამ საუკუნეში „იუვემ“ შემტევი ფეხბურთი დაიწყო.რა ექნა ამ კაცს? რევოლუციები ერთ წელიწადში ვერ ხდება. კლოპს რამდენი წელი დასჭირდა? პეპმა პირველ წელს რა ჰქნა? სარის აშკარად გადაბერებული შემადგენლობა დაახვედრეს და კიდევ ორი კაცი – ერთის ძირითადში დაყენებას მარკეტინგი ითხოვდა და მეორისას შეფები.
ასეა თუ ისე, ეს კონკრეტული ისტორია დასრულდა.
მერე გამოჩნდება მართალი. მოკლევადიან ამბავში ანიელიმ სარის რონალდუ ამჯობინა.
მერე? ვინ მოახდენს რევოლუციას?!
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
