ჩემპიონთა და ევროპის ლიგის განახლების წინ, საფეხბურთო წესებში ცვლილებაა, რომელიც მეკარეებს ცხოვრებას უფრო გაუადვილებს.
ახალი წესებით თუ მეკარე წესებს დაარღვევს, გამოუყენებელი პენალტი ავტომატურად არ განმეორდება. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აშკარად იმომედებს დარტყმის მომენტზე. დარღვევის პირველ შემთხვევაზე მეკარე ყვითელ ბარათს აღარ მიიღებს და მსაჯი მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილებს.
„როდესაც მეკარე ბურთის დარტყმამდე დატოვებს კარის ხაზს, გაფრთხილებას არ მიიღებს, მაგრამ ყველა შემდეგი დარღვევა დაისჯება. ბევრი მეკარე ამას აკეთებს, რადგან არასწორად ელოდებიან დარტყმის მომენტს. თუმცა, ხშირად არის წვრილმანი დარღვევის შემთხვევები, რომელსაც WAR-ი გააკონტროლებს და ასეთ შემთხვევაში ყველა პენალტის ხელმეორედ დარტყმის აზრს ვერ ვხედავთ“, – ამბობს UEFA-ს მთავარი მსაჯი რობერტო როზეტი.
შეგახსენებთ, რომ პენალტის დარტყმის დროს მეკარეს მოძრაობის უფლება კი აქვს, მაგრამ ცალი ფეხით მაინც კარის ხაზს უნდა ეხებოდეს.
გარდა ამისა, ასეთ დარღვევებზე მიღებული ყვითელი ბარათი, ან სიტყვიერი გაფრთხილება მეკარეს პენალტების სერიაში არ გადაყვება. საქმე ის არის, რომ ფეხბურთის წესებით პენალტების სერია მატჩის ნაწილი არ არის და მხოლოდ გამარჯვებულის გამოსავლენად ინიშნება. ადრე მატჩის მსვლელობისას მიღებული ბარათი მეკარეს პენალტების სერიაშიც მიჰყვებოდა და იქ განმეორების შემთხვევაში ავტომატურად წითელ ბარათში გადადიოდა.
როზეტის თქმით, ამ შემთხვევაში მეკარეები დაჩაგრულები იყვნენ, ამიტომ ეს წესი მოიხსნება. UEFA-ს აზრით, ეს კარგი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა.