Breaking News

ლეოს 22 აცილებული

Coppa Italia final | Ronaldo misses penalty as Juventus squeeze ...What Martin Keown said to Ruud van Nistelrooy the game after Old ...პენალტის შესრულებას, ბუნებრივია, ოსტატობა სჭირდება, მაგრამ პირისპირ დარჩენის შემდეგ დამრტყმელის შანსი მეკარისაზე გაცილებით მაღალია. ამის მიუხედავად, პენალტები სუპერვარსკვლავებსაც უფუჭდებათ.
ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა დათვალეს, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ვინ გააცუდა ყველაზე მეტჯერ 11-მეტრიანი დარტყმა XXI საუკუნეში.
იცით ვინ არის ანტილიდერი? ლეო მესი!
თურმე არგენტინელს ჯამში 22 პენალტი გაუცუდდა.
მეორე-მესამე ადგილებს კრიშტიანუ რონალდუ და ფრანჩესკო ტოტი იყოფენ – მათ 18-18-ჯერ გაუცუდდათ დარტყმა.
ისე, გამცუდებელთა ათეულში სულ ნარჩევ-ნარჩევი ბიჭები არიან:
4. ანტონიო დი ნატალე – 14
5. ედინსონ კავანი – 13
6. უეინ რუნი – 12
7. სერხიო აგუერო – 12
8. არიც ადურისი – 10
9. რუდ ვან ნისტელროი – 10
10. რონალდინიო – 10.

 

გიორგი ნოზაძე

მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".