დონეცკიდან კიევში თურქეთის გავლით

Home კატეგორიის გარეშე დონეცკიდან კიევში თურქეთის გავლით
დონეცკიდან კიევში თურქეთის გავლით

Lucescu tips Fulham in final straight | UEFA Europa League | UEFA.comალექსეი მიხაილიჩენკოს ნაცვლად კიევის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად რუმინელი მირჩა ლუჩესკუ დაინიშნა. რუმინელ სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, თუმცა ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მისი გაგრძელება კიდევ ერთი წლით არის შესაძლებელი.

ლუჩესკუ ყველაზე ცნობილი დონეცკის „შახტარში“ მუშაობით გახდა, რომელიც დინამოელთა პრინციპულ მეტოქედ ითვლება. რუმინელი დონეცკურ კლუბს 2004-16 წლებში წვრთნიდა. 12-წლიანი მუშაობის პერიოდში დონბასელები 8-ჯერ გახდნენ უკრაინის ჩემპიონები, 6-ჯერ თასი, ხოლო 7-ჯერ სუპერთასი მოიგეს. ყველაზე მთავარი – გახდნენ უეფას თასის გამარჯვებულები.

„შახტარის“ გარდა ლუჩესკუს უმუშავია რუმინეთის ნაკრებში, თურქეთის ნაკრებში, „გალათასარაიში“, „ბეშიქთაშში“, „ინტერში“, „ზენიტში,“ ასევე რამდენიმე რუმინულ კლუბში.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.