ედენ აზარის ტრანსფერიდან ლონდონის „ჩელსიმ“ უფრო იხეირა, ვიდრე მადრიდის „რეალმა“… ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.
ბელგიელი შემტევი, ვინც „რეალის“ მაისურით მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „არისტოკრატებმა“ კი ამისთვის 18 მილიონ ევრომდე მიიღეს. ის რომ, „ჩელსიმ“ წინა ზაფხულს აზარის „რეალში“ ტრანსფერით ბიუჯეტი 100 მილიონით შეივსო, ეს ცნობილი ფაქტია, აგერ ესპანეთის ჩემპიონობისთვის კი ესპანელებმა ალბიონზე ბონუსიც გადარიცხეს.
შარშან ზაფხულს რომან აბრამოვიჩსა და ფლორენტინო პერესის კლუბებს შორის შეთანხმებით ედენ აზარი თუ ლა ლიგის ჩემპიონი გახდებოდა „ლურჯები“ 18 მილიონს მიიღებდნენ. წინ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაა, რომელიც აგვისტოში უნდა დასრულდეს, თუ ზიდანის ბიჭები იქაც იყოჩაღებენ, მაშინ ლონდონში კიდევ 13 მილიონამდე თანხა ჩაირიცხება.
შეგახსენებთ, მადრიდელები ესპანეთის ჩემპიონები ისტორიაში 34-ედ გახდნენ. 2020 წელს, ეს „რეალის“ მეორე ტიტულია – იანვარში ხომ ზიდანის გუნდმა ახალი ფორმატით ჩატარებული ქვეყნის სუპერთასიც მოიპოვა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
სიახლეები07/08/2026 | 01:06საზონოვის ტაიმი ხეტაფეში
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
