კორონავირუსმა, გარდა იმისა, რომ ლეტალური შემთხვევები დააფიქსირა, არც თუ დადებითად იმოქმედა ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვარჯიშის მოტივაციის ნაკლებობას ათლეტთა 50 პროცენტი განიცდის.
გამოიკითხა 135 ქვეყნის 4.089 წარმომადგენელი. მათი 80 პროცენტი სპორტსმენები იყვნენ, 13 პროცენტი – მათი გარემოცვა, ხოლო 7 პროცენტი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები.
ზუსტად ნახევარი ამბობს, რომ სავარჯიშოდ მოტივირება უჭირთ, 56 პროცენტი ეფექტურად ვერ ვარჯიშობს. 32 პროცენტი გამოწვევად ასახელებს ფსიქიკურ პრობლემებს, ხოლო 30 პროცენტი პრობლემას დიეტის დაცვაში ხედავს.
გარდა ამისა, არის კიდევ სხვა პრობლემებიც: კერძოდ, გამოკითხულთა 29 პროცენტი საზოგადოებიდან იზოლაციით გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობს, ხოლო 27 პროცენტის განცხადებით, მთავარ სირთულეს ფინანსური სახსრების მოძიებაში ხედავენ.
გარემოცვის წარმომადგენელთა 63 პროცენტი უკმაყოფილო იმით არის, რომ მათ სპორტსმენთა მოტივირება უჭირთ, 56 პროცენტისთვის სირთულე ვარჯიშის გეგმის ახლებური შედგენაა, სპორტსმენებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა კი, რთული 48 პროცენტისთვის აღმოჩნდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
