ევროპის ყველა პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირი სპონსორის გარეშე დარჩა. ევროლიგა და ერთ-ერთი მძლავრი ავიაკომპანია Turkish Airlines აღარ ითანამშროლებენ. ახლა ევროლიგის ხელმძღვანელობას ახალი სპონსორის მოძებნა მოუწევს.
არადა, ადრე ევროლიგის პრეზიდენტმა ჟორდი ბერთომეუმ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ Turkish Airlines-თან ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებდნენ, მაგრამ…
ევროლიგა და Turkish Airlines 10 წელი თანამშრომლობდნენ.
აქვე ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ბევრ საკალათბურთო გუნდს მასშტაბური ეკონომიკური დარტყმა მიაყენა. შედეგად, სპონსორებმა თანამშრომლობაზე უარი თქვეს.
ამ მხრივ კორონამ ყველაზე მეტად ავიაკომპანიებს გაუჭირვა. Turkish Airlines-ის გარდა კიდევ ერთი ავიაკომპანია ჩამოშორდა კალათბურთს – მოსკოვის ცსკას უარი Аэрофлот-მა უთხრა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
