პრემიერლიგის შეფებსა და კლუბების ხელმძღვანელებს გული მიეცათ — covid 19-ზე ტესტირების მეორე ეტაპმა მხოლოდ ორი დაავადებული გამოავლინა.
სულ ჩაატარეს 996 ტესტი. გარდა ავადმყოფების რაოდენობისა, კარგი იყო ისიც, რომ ისინი სხვადასხვა კლუბიდან აღმოჩნდნენ.
ტესტირების პირველ ეტაპზე 748 შემოწმებულიდან ექვს ადამიანს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ისინი იყვნენ 3 სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლები. მათ შორის ფეხბურთელებიც ერია და კლუბის თანამშრომლებიც.
მეორე ჯერზე მეტი ტესტი გამოვიდა. მიზეზი: პირველში „ნორვიჩის” ანალიზები არ იყო შეტანილი, რომლის მასალაც გასულ სამშაბათს აიღეს.
ტესტირების მესამე ეტაპი ორშაბათს და სამშაბათს ჩატარდება. შემდეგ კი, ოთხშაბათს, ოცივე კლუბის წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს ვიდეოკონფერენციაში, სადაც გაარკვევენ გადავიდნენ თუ არა სრულფასოვან, კონტაქურ გუნდურ ვარჯიშებზე.
ხუთშაბათს კი გაიმართება მორიგი შეხვედრები, სადაც იმსჯელებენ შეჯიბრების განახლების თარიღზე, მასპინძლობის საკითხზე და ტელეტრანსლაციებზე.
თუმცა, ახალ ფაზაზე გადასვლამდე, სრულფასოვანი ვარჯიშების შესწავლა იქნება საჭირო. გამოსაკვლევია, გამოიწვევს თუ არა ის დაავადების შემთხვევების ზრდას.
„ლესტერის” ბოსი ბრენდენ როჯერსი, მაგალითად, ამბობს, რომ ივლისამდე თამაშების განახლება არაფრით არ შეიძლება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
