საფეხბურთო ევროპა სუნთქვაშეკრული ელის სეზონის განახლებას. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ახალი წელთაღრიცხვის – კორონასშემდგომი ფებხბურთი. ძალიან ბევრი “უ” ახლავს მოლოდინს და უმაყურებლობის გარდა უემოციობაც ემატება. სამედიცინო პროტოკოლებით თითქმის ყველა ქვეყანაში წინასწარვე აკრძალულია გოლის ტრადიციული აღნიშნვა ჩახუტებებით და თანმდევი რიტუალებით.და აჰა, პირველი მერცხლები, ვინც ფეხბურთი სრულყოფილი სახით დაიბრუნა. უკვე განახლდა ფარერების ჩემპიონატი, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს. გავიდა პირველი გოლებიც და ვიხილეთ მოზეიმეთა კადრებიც.
ფარერებზე ერთადერთი შეზღუდვა უმაყურებლობაა. კუნძულოვან ქვეყანაში ფეხბურთს დახურულ კარს მიღმა ვერ ითამაშებ – არც ერთ სტადიონს უბრალოდ არ აქვს კარი, რომელსაც ჩაკეტავ. არის მხოლოდ ტრიბუნები და ქომაგს თავისუფლად შეუძლია შეზღუდვის იგნორირება. ამის მიუხედავად, კანონმორჩილი ფარერელები სახლში ისხდნენ და მატჩებს ინტერნეტით უყურებდნენ.ფარერები ის ქვეყანაა, რომელმაც სრულად დაამარცხა კორონავირუსი. 60-ათასიანი ქვეყნისთვის 187 დაავადებული საკმაოდ დიდი ციფრი იყო, მაგრამ ბოლო პაციენტი კლინიკიდან 8 მაისს გაწერეს. ფარერებზე ცხოვრების ჩვეული რიტმი დაბრუნდა, ფეხბურთში – ჩახუტების უფლება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
