„ბაიერნისა” და მანუელ ნოიერის საკონტრაქტო მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხშია.
ბავარიული კლუბის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან 34 წლის მეკარესთან საერთო ენა გამოინახება.
რუმენიგემ ონლაინ ინტერვიუ მისცა „ბილდს”, რომლის საშუალებითაც კაპიტანს ერთგვარი შემრიგებლური სიგნალი გაუგზავნა, თორემ ეს უკანასკნელი მოლაპარაკებების ბოლოდროინდელი მიმდინარეობით უკმაყოფილო იყო.
რუმენიგე: „დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ მოთამაშესთან, როგორიც მანუელ ნოიერია, საბოლოოდ ორივე მხარისთვის მისაღებ გამოსავალს მივაგნებთ”.
ნოიერის ახლანდელ კონტრაქტს ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. კლუბი და ფეხბურთელი ერთი ხანია ახალი კონტრაქტის პირობებზე ცდილობენ შეთანხმებას.
მეკარემ და მისმა აგენტმა თომას კროთმა ამასწინათ კატეგორიულად უარყვეს ხმები, თითქოს ისინი „ბაიერნს” ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას სთხოვდნენ წელიწადში 20 მილიონი ევროს ტოლი ხელფასით. რამდენადაც ირკვევა, „ბაიერნი” არცთუ ახალგაზრდა გოლკიპერს ახლა ოთხწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას თხოვს. რა ხელფასზეა ლაპარაკი, ჯერჯერობით ვერ გეტყვით.
„მანუელი მიუნხენში აგერ უკვე ცხრა წელიწადია რაც თამაშობს. მისი სახით ჩვენ კარში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გვიდგას. მასთან ერთად ყველაფერი მოვიგეთ. ამიტომ, მგონი ორივე მხარემ კარგად ვიცით, თუ რამდენი რამ გვაქვს საერთო და გასაფრთხილებელი”, — დასძინა რუმენიგემ.
მანუელ ნოიერი „ბაიერნში” 2011 წელს „შალკედან” გადავიდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
