პრივილეგია

Home აქეთურ-იქითური პრივილეგია
პრივილეგია

ჩავიმ „მანჩესტერ სიტის” ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც ინგლისური კლუბის თავკაცზე, პეპ გვარდიოლაზე ილაპარაკა. მოგეხსენებათ, გვარდიოლა „ბარსელონაში” ჩავის მწვრთნელი გახლდათ და მათ ერთად 2008-12 წლებში დაუვიწყარ შედეგებს მიაღწიეს.

დღეს ჩავი ყატარის „ალ საადს” უდგას სათავეში. მან თქვა:

„ჩემი კონცეპცია მისას ჰგავს. მეც გვარდიოლასავით მინდა ინიციატივას ჩემი გუნდი ფლობდეს, ბურთი სულ მას ჰქონდეს, მუდმივად უტევდეს. საბოლოოდ საქმე ზე-აქტიურობამდე მიდის.

ეს ყველაფერი მეტოქის კარის გარკვეული პრინციპით შეტევას გულისხმობს. შეტევა კი ფეხბურთელების ტექნიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ხსენებული პრინციპი ჩემი მოგონილი არ არის. მე ბევრი რამ გვარდიოლასგან ვისწავლე. ჩემზე დიდი გავლენა იქონია მისმა აზრებმა, გამარჯვების წყურვილმა, ფეხბურთის სიყვარულმა და ჟინმა.

ის ფეხბურთით შეპყრობილი ტაქტიკოსია. მასთან ყოფნა უდიდესი სიამოვნება იყო. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ტელეფონით, კარგი ურთიერთობა გვაქვს. შარშან ზაფხულზე შევხვდით კიდეც ერთმანეთს, ვისადილეთ და საინტერესოდ ვისაუბრეთ.

გულწრფელად გეტყვით, მე პეპ გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად მიმაჩნია, ამიტომ ყვეელაფერს რასაც ის მასწავლის, სიამოვნებით მოვისმენ. მისი ნაცნობობა და იდეების მისგან გაცნობა დიდი პრივილეგიაა”.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.