საერთაშორისო სარბიელზე მესის წარუმატებლობა ყოველთვის მის ნაკლად განიხილება და როცა საქმე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის განხილვაზე მიდგება, არგენტინელის წინააღმდეგ სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ ხოლმე. სამაგიეროდ, ასე არ თვლის, მისი ყოფილი თანანაკრებელი ერნან კრესპო.„ძალიან რთულია იყო მესი. არავის შეუძლია მის ადგილას თავის წარმოდგენა, იგივეს ვიტყვი მარადონაზეც. თქვენთვის წარმოუდგენელია რას ფიქრობენ და როგორ ცხოვრობენ ისინი.
ლეო ის პატარა ბიჭია, რომელიც წლების განმავლობაში უმაღლეს დონეს ინარჩუნებს და მუდმივად შრომობს. რასაც ის მოედანზე აკეთებს, ყველა მისი კოლეგის ნამოქმედარს აღემატება. მესი პროფესიონალიზმის, პატიოსნების, წესიერებისა და სერიოზულობის განსახიერებაა.
მესი ბევრად უფრო დიადია, ვიდრე ამას ჩვენ წარმოვიდგენთ. ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შესანიშნავი ფეხბურთელი.
თუ მსოფლიო თასს ვერ მოიგებს, ეს კატასტროფა არ იქნება და მის დიდებულებას ამით არაფერი დააკლდება. ის, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, ფეხბურთისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე თავად მესისთვის,”- თქვა „ინტერისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ვინაც მესისთან ერთად გერმანიის 2006 წლის მონდიალზე ითამაშა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
