Standard Liège - Wikipediaბელგიური „სტანდარდი“ მომავალი სეზონისთვის პროფესიონალურ ლიცენზიას ვერ მიიღებს და სამოყვარულო ლიგაში ითამაშებს. ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომისიამ.
ლიეჟურ კლუბს ერთბაშად რვა ფეხბურთელის მიმართ დაუგროვდა ერთ მილიონ ევროზე მეტი დავალიანება. ერთი ხანობა გამოსავლად სტადიონის გაყიდვა და ვალების დაფარვა მოიაზრებოდა, მაგრამ კლუბმა კომისიას ვერ წარუდგინა დამაჯერებელი არგუმენტები, რომ ამას უმოკლეს ვადებში მოახერხებს.
„სტანდარდი“ დიდი ტრადიციების გუნდია და ბელგიის უმაღლესი დივიზიონი 1921 წლის შემდეგ ერთხელაც არ დაუტოვებია.
ათგზის ჩემპიონობა თავისთავად საამაყოა, თუმცა კლუბის ყველაზე დიდი მონაპოვარი თასების მფლობელთა თასია, 1981-1982 წლების გათამაშების ნახევარფინალურ დუელში „სტანდარდმა“ ჩვენი „დინამო“ დაამარცხა. სხვათა შორის თბილისის „დინამო“ „სტანდარდს“ 2000-2001 წლების სეზონში, ინტერტოტოს თასის პირველ ეტაპზეც გადააწყდა და მაშინაც დამარცხებული გამოვიდა.