უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ თუ შეწყვეტილი 2019-2020 წლების საფეხბურთო სეზონი ივლისამდე ვერ განახლდება, ის შეიძლება გამოვიტიროთ.
ჩეფერინმა ევროპის საფეხბურთო დიდმოხელეებთან არაერთი კონსულტაცია გამართა და ყველა ღონე იხმარა რაიმე გამოსავალი რომ მოეძებნათ.
52 წლის სლოვენიელმა იურისტმა იტალიურ „ლა რეპუბლიკას” მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა:
„ჩვენ ვცდილობთ მაისის შუაში, ან მაქსიმუმ ილისამდე განვაახლოთ შეწყვეტილი სეზონი, მაგრამ თუ ვერ შევძელით, სავარაუდოდ, ვეღარაფერს გავაწყობთ. ის დაკარგულად უნდა ჩავთვალოთ.
შევეცდებით, სატრანსფერო ვადები, ფეხბურთელებისა და კლუბების ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.
ძნელია, ყველა დარჩენილი შეხვედრის ცარიელ სტადიონებზე წარმოდგენა, მაგრამ ამ ეტაპზე ისიც კი არ ვიცით, გავაგრძელებთ თუ არა თამაშს თუნდაც უმაყურებლოდ.
თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ოღონდ კი ჩავამთავროთ და ისევ ჯობს უმაყურებლოდ ჩავამთავროთ სეზონი.
დღეს დრამატული მომენტი გვიდგას. ახლა ყველაფერზე მთავარი ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ.
ფეხბურთის გაჩერება კი სიმბოლურია. ეს მიგვანიშნებს, რომ ევროპა და მთელი მსოფლიო გაჩერდა.
ჩვენ არ ვიცით როდის დასრულდება პანდემია, მაგრამ გვაქვს „ა”, „ბ” და ასე განსაჯეთ „გ” გეგმაც კი.
მუდმივ კონტაქტში ვართ ლიგებთან, კლუბებთან. არსებობს სამუშაო ჯგუფი, მაგრამ ისევე როგორც სხვა სფეროებს, ჩვენც მოცდა გვიწევს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
