სეზონი მოქმედი ჩემპიონის, თბილისის „დინამოსა“ და ელიგის დებიუტანტის, „თელავის“ მატჩით გაიხსნა.
დინამოელთა მეორე ოფიციალური შეხვედრა ვნახეთ წლეულს და უნდა ითქვას, რომ კახა ჩხეტიანის გუნდს, ჯერ გუნდი არ ჰქვია. ცხადია, ბევრი ახალწვეული ჰყავთ, ტრავმირებულებიც არ აკლიათ, მაგრამ, სუპერთასზე „საბურთალოსთან“ წაგებული მატჩის არ იყოს, არც ამჯერად ეტყობოდათ ჟინი, ან თამაშის სურვილი. რაღაც შებოჭილები ჩანდნენ.
ერთი, რითაც გამოირჩნენ, სეზონის პირველი გაძევება გახლდათ. წითელი ბარათი ბაქარ ქარდავამ მიიღო პენალტის სიმულირებისთვის. თუმცა, კახა ჩხეტიანის „ტორპედო“ კარგად გვახსოვს და იმედია, „დინამოც“ ისეთივე მწყობრ და ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს.
აი, დებიუტანტებმა კი ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს. არ შეუშინდნენ მრისხანე მეტოქეს, ლაღად თამაშობდნენ, ძელსაც გაარტყეს ბურთი და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს. ცოტა სიზუსტე დააკლდათ, თორემ წაიღებდნენ თელავში სამ ქულას.
სასიამოვნოა კახური გუნდის ელიტაში ხილვა. ამ რეგიონის წარმომადგენელი უმაღლეს ლიგაში ხომ 2006-07 სეზონის შემდეგ აღარ ყოფილა.
დებიუტანტს ვერ აჯობა ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმა – ბათუმის „დინამომ.“ ზღვისპირელები დედაქალაქურ „მერანს“ უგოლოდ დაშორდნენ.
ტურნირის პირველი გოლი მეორე სათამაშო დღეს, 1 მარტს გავიდა „საბურთალო“ – „ჩიხურას“ შეხვედრში. ის საჩხერელმა გიორგი კორიფაძემ გაიტანა პენალტით.
„დილამ“ სტუმრად „ტორპედოს“ სძლია, „ლოკომოტივი“ – „სამტრედიის“ მატჩში კი პირველი დუბლი შესრულდა. მისი ავტორი რკინიგზელი ირაკლი სიხარულიძეა.
ელიგა
1 ტური
დინამო (თბილისი) – თელავი 0:0
გაძევება: ქარდავა (90+5, დინამო)
დინამო (ბათუმი) – მერანი (თბილისი) 0:0
საბურთალო – ჩიხურა 2:1
0:1 კორიფაძე (20 პენ), 1:1 ტაბატაძე (43), 2:1 გაბედავა (74)
ტორპედო – დილა 0:2
0:1 სპანდერაშვილი (13), 0:2 მადინგა (89)
ლოკომოტივი – სამტრედია 3:1
0:1 ილურიძე (3), 1:1 კირკიტაძე (30), 2:1, 3:1 სიხარულიძე (35 პენ, 40)
[table id=33 /]
7 მარტი: ჩიხურა – ლოკომოტივი, სამტრედია – ტორპედო, მერანი – საბურთალო
8 მარტი: თელავი – დილა, დინამო – ბათუმი
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:04ხვიჩა მოიგებს
დავთარი08/04/2026 | 15:56წაუგებელი აღარავინაა
კატეგორიის გარეშე08/04/2026 | 15:40საუკეთესო
