ორშაბათ საღამოს, „ჩელსი“ – „მანჩესტერის“ (0:2) პრემიერლიგური მატჩის შემდეგ, საინტერესო პოლემიკა გაიმართა „მანჩესტერის“ და „ლივერპულის“ ყოფილ ლეგენდებს, ამჟამად კი Sky Sports-ის თანა-ანალიტიკოსებს, როი კინსა და ჯეიმი კარაგერს შორის.
მათ ჩემპიონთა ლიგის მომგები 1999 წლის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და 2019 წლის „ლივერპული“ შეადარეს.
კინმა თქვა, იმ „მანჩესტერის“ შემადგენლობაში ადგილს დღევანდელი „ლივერპულიდან“ მხოლოდ ვირჯილ ვან დაიკი იმსახურებსო.
„ჰოლანდიელი მცველის დიდი ქომაგი გახლავართ, – აღნიშნა კინმა, – ის ნამდვილი მანქანაა. იაპ სტამიც მანქანა იყო, მაგრამ ვან დაიკს ბურთის უკეთესი გრძნობა აქვს. ორივე ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან.“
კარაგერი კი უფრო გულისხმიერი აღმოჩნდა და „თავის“ სიმბოლურ გუნდში შვიდი მანჩესტერელი შეიყვანა.
განსაკუთრებული დავა რაიან გიგზის, სადიო მანესა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის თაობაზე გაიმართა.
„გიგზი ჩემს გუნდში ვერ მოხვდა, – დასძინა კარაგერმა, რითაც კინის დიდი გაკვირვება გამოიწვია, – ცხადია, უელსელი შესანიშნავი იყო, მაგრამ ყველა სეზონი თანაბრად წარმატებული არ ჰქონია. დღესდღეობით, მგონია, რომ მანე მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია.“
კინის გუნდი: შმაიხელი, ნევილი, სტამი, ვან დაიკი, ირვინი, ბექემი, კინი, სქოულზი, გიგზი, იორკი, კოული
კარაგერის გუნდი: შმაიხელი, ალექსადერ-არნოლდი, სტამი, ვან დაიკი, ირვინი, ბექემი, კინი, სქოულზი, მანე, იორკი, სალაჰი.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
