„მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დავიდ დე ხეამ იტალიურ რესტორანში „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაინახა და ორივე ხელის შუა თითი აჩვენა. ეს ამბავი, ჩეშირში, ჰეილ ვილიჯში მოხდა და ჩასაფრებულმა ინგლისელმა პაპარაცებმა გადაიღეს.
29 წლის ესპანელი მეკარე და 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი 2009-2011 წლებში, მადრიდის „ატლეტიკოში” თანაგუნდელები იყვნენ და დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
დე ხეა და აგუერო ერთმანეთის პირისპირ ხვალ, „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის ნახევარფინალში წარსდგებიან. მეორე მატჩი დღეს გაიმართება: „ასტონ ვილა” – „ლესტერი”.
„მე და დავიდს ხშირი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ხომ „ატლეტიკოში” ერთად ვთამაშობდით და კარგი მეგობრები ვართ. შემდეგ, ჩვენი გზები გაიყო. ორივენი ინგლისში, მანჩესტერში წავედით, მაგრამ მე „სიტიში” ვარ, ის კი „იუნაიტედში”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
