
ქართველებს (განსაკუთრებით ლიხსიქით) უცნაური სახელებით ვერ გაგვაკვირვებ. ოლიმპიადა, ლენსტალბერი, ავეჯი, ელშუქი და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი უცნაურობა გაგვიგია, მაგრამ ერთი ჰოლანდიური წყვილის ფანტაზია ყველა საზღვარს გასცდა.
მათ გადაწყვიტეს, შვილისთვის საყვარელი კლუბის სახელი დაერქმიათ. ფეიენოორდი ცუდად არ ჟღერს, მაგრამ თურმე ჰოლანდიაში მოქმედი კანონი “მიუღებელი” სახელების დარქმევას კრძალავს. როტერდამიდან ბელგიამდე, სადაც მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს, სულ 100 კილომეტრია. წყვილს კი ბევრი არ უფიქრია და პატარა ბელგიაში იშვა – ბრაიან ფეიენოორდ უილსონი.
მამა თავს იმართლებს: „როცა უფროსი ვაჟი შეგვეძინა, ჩვენი კერპი ლეონარდო სანტიაგო ისევ „ფეიენოორდში“ თამაშობდა. ბევრმა დაარქვა შვილს მისი სახელი. ლეონარდო კი ადგა და ჯერ „ბრედაში“, იქიდან კი „აიაქსში“ გადავიდა. რა გამოდის? შენ შვილს იმ ფეხბურთელის სახელი ჰქვია, რომელიც მოსისხლე მტრის გუნდში თამაშობს?! მე ამას ვერ დავუშვებდი და გამოსავალიც მოვძებნეთ”.
სხვათა შორის, ამ წყვილის უფროსი ვაჟის ფოტო „ფეიენოორდის“ ისტორიის ნაწილია. ფოტო 2002 წელს უეფას თასის ფინალზეა გადაღებული, რომელშიც როტერდამულმა კლუბმა „დორტმუნდი“ 3:2 დაამარცხა, 5 წლის ბიჭუნა კი მეტოქეს უწმაწურ ჟესტს უჩვენებს. დღეს ეს ბიჭუნა უკვე 23 წლისაა და იდაყვზე იგივე ფრაზა აქვთ ტატუდ, რაც „ლივერპულის“ ფანებს: YOU’ll NEVER WALK ALONE.
ისე, აღმოჩნდა, რომ 90-იან წლებში „აიაქსის“ ფანებმა იარი ლიტმანენის პატივსაცემად 2250 ახალშობილს ფინური სახელი იარი დაარქვეს. საფრანგეთში უკვე წამოიზარდა ზინედინების თაობა. რუსეთში ბევრმა ჰიდინკის ხათრით შვილს გუსი დაარქვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულად ბატს ნიშნავს…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
