საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი დარწმუნებულია, რომ „ლურჯებს” ადრე თუ გვიან ზინედინ ზიდანი ჩაუდგება სათავეში.
დეშამი ის კაცია, ვინც 2018 წელს ფრანგებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, მაგრამ მას ისიც კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნად მარადიული არაფერია.
„სრულიად შესაძლებელია, რომ ჩემ შემდეგ ნაკრები ზიზუმ ჩაიბაროს, — უთხრა დეშამმა „ლე მონდს”, როდესაც მისი შესაძლო შემცვლელის შესახებ ჰკითხეს, — დღეს იქნება ეს თუ ხვალ, ზიდანი აუცილებლად გახდება საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი”.
თუმცა, დეშამმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან 2022 წლამდე ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და კარიერის ამ ეტაპზე მთლიანად საქმეშია ჩაფლული. სადღეისოდ მას შედეგების მეტი არაფერი ადარდებს.
„მწვრთნელისთვის ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, — თქვა „ლურჯების” თავკაცმა, რომელიც ფეხბურთელობის წლებში ევროპის ჩემპიონიც გახლდათ და მსოფლიოსიც, — მწვრთნელის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნას შედეგები განსაზღვრავს”.
და ბოლოს ქარიმ ბენზემას ნაკრებში დაბრრუნების შესახებ. დეშამის პასუხი მოკლე იყო:
„ჩემთვის ეს საკითხი ამოწურულია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 08:52ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 07:49არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
