ვინ არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული, იმიჯზე და საკუთარი თავის რეკლამირებაზე უბადლოდ მომუშავე, ხშირად კონფლიქტური, მაგრამ მაინც ნებისმიერი გუნდისთვის მაინც სასურველი ფეხბურთელი? ამ კითხვის პასუხად ბევრს გონებაში უსათუოდ ზლატან იბრაგიმოვიჩი ამოუტივტივდება, რომელმაც თავისი მართლაც შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეძლო, არადა ისეთ კლუბებში უგორებია ბურთი ბევრი დიდი ოსტატისთვის ოცნებად რომ რჩება.
38 წლის შვედმა ფორვარდმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურა 116 მატჩში მოირგო და 60-ზე მეტი გოლი გაიტანა აშშ-ს და იქაურ ჩემპიონატს ხელი ოქტომბერში დაუქნია და კვლავ ევროპას მოაშურა. შეგახსენებთ, ზლატანი ოკეანისგაღმა შარშან გადაბარგდა და ერთი წელიწადი „ლოს ანჯელეს გალაქსის“ რიგებში გაატარა, სადაც თავი 52 გატანილი გოლით გამოიჩინა.
ზლატანი კარიერის დასრულებას ჯერ არ ფიქრობს. უფრო მეტიც, თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ის ესპანეთში ბრუნდებოდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს სარეკლამო ხრიკი გამოდგა. იბრაგიმოვიჩი, დიდი ალბათობით, ბურთაობას სამშობლოში გააგრძელებს, მაგრამ არა მშობლიურ კლუბ „მალმიოში“. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ხელში შვედური კლუბის „ჰამარბის“ მაისურა უჭირავს, რომელსაც უკანა მხარეს მისი გვარი აწერია.
შვედეთის ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის ფორმატით იმართება და სეზონიც 2 ნოემბერს დასრულდა, რაც შეეხება „ჰამარბის“ გუნდი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა და გაისად ევროპა ლიგაში ითამაშებს. გახდება თუ არა ზლატან იბრაგიმოვიჩისთვის „ჰამარბი“ მის კარიერაში რიგით მე-10 გუნდი, სულ მალე გავიგებთ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
